საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ "წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში" კომაროვის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ, ანდრია კიკონიშვილმა საქართველოს ფოსტის რჩეულის ნომინაცია მოიპოვა!

წელს საქართველოში რიგით მეხუთე საიუბილეო „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ გაიმართა. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 300-მდე 15 წლამდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 9 საუკეთესო ნაშრომი. მიმდინარე წლის საკონკურსო თემა გახლდათ - „წარმოიდგინე, რომ ხარ წერილი რომელიც მოგზაურობს დროში, რა ინფორმაციის მიწოდებას ისურვებდი მკითხველისთვის?”. 

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

აღნიშნულ კონკურსში ანდრია წინა წელსაც საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა ნომინაციით - ყველაზე ორიგინალური წერილის ავტორი. 

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი ჩაეყარა „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება, მასში მონაწილეობას იღებს მსოფლიო საფოსტო კავშირის 192 წევრი ქვეყანა.


კომაროვის სკოლა ულოცავს ანდრიას და წარმატებებს უსურვებს მომავალშიც!


ზემოთ